მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება დაასრულა. ქვეყნის ხელისუფლებამ დასრულებული კითხვარი უკვე გადასცა მოლდოვაში ევროკავშირის ელჩს, იანის მაჟეიკსს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება უკვე დაასრულა უკრაინამაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.