,,დღეს, ებრაელი ტურისტის სიცოცხლე შეიწირა ჩინოვნიკების უგნურმა გადაწყვეტილებამ.
ეს ფაქტი ალბათ დადებითად არ იმოქმედებს საქართველოში წამომსვლელ ტორისტების საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
უცხოელი ტურისტები, რამდენიმე ქვეყნის ტრანზიტით მაინც ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას. აქ კი, ადგილობრივი ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით მათ დაკეტილი ხვდება ძირითადი ტურისტული ობიექტები. ტურისტები დამოუკიდებლად ეძებენ, რაიმე გასასეირნებელ ადგილებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილზე დაიღუპა ებრაელი ტურისტი დღეს.
როგორც ირკვევა ტურისტების, ამ ჯგუფმა ვერ მოახერხა მარტვილის კანიონზე შესვლა. დაკეტილი დახვდათ გორდის კანიონი, ოკაცის წყალვარდნილი. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ოკაცის წყალვარდნილიდან ორ კილომეტრში ფეხით გადავიდა რამდენიმე ებრაელი ტურისტი. ერთ-ერთი მათგანს კი ფეხი დაუცდა, წყალში ჩავარდა და დაიღუპა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუფიქრებელი, უარგუმენტო გადაწყვეტილების შესახებ ბევრი დაიწერა სოციალურ ქსელებში. ამის შესახებ საქმის კურსში იყო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებაც, რომლებიც მხოლოდ გაკვირვებით შემოიფარგლენ, სააგენტოს ამ მართლაც უგნურ გადაწყვეტილებაზე. აბა სხვა რა შეიძლება უწოდო ფაქტს, როცა მაგალითად ხსნი თბილისის გოგორდის აბანოებს და კეტავ მთაში მდებარე კანიონებსა და წყალვარდნილებს.
ნორმალურ ქვეყანაში, ამ საკითხს ვინმე პოსტფაქტუმ მაინც განიხილავდა და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებდა, სხვა ჩინოვნიკების ჭკუის სასწავლებლად მაინც.
სამწუხაროა, რომ 28 აპრილის სააგენტოს ამ გადაწყვეტილების შესახებ არც ერთ მედია საშუალებას ინფორმაციაც კი არ გაუვრცელებია. იმ დღეებში ისინი ჯერ დარაჯობდნენ, შემდეგ კისრისტეხით დარბოდნენ, რათა არ გამოპარვოდათ კადრები, თუ რომელი სოროდან გამოძვრებოდა მელია” – წერს სოციალურ ქსელში უჩა ჩიქოვანი.
“ბიძინა ივანიშვილი მე მგონია, რომ რუსეთიდან არის მართული-ლაზარე გრიგორიადისი
"ბიძინა ივანიშვილი მე მგონია, რომ რუსეთიდან არის მართული. შანსი არაა ვალდებულებები არ ჰქონდეს. დემოკრატიულ სვლებს თუ არ აკეთებ, მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ, თუ არა რუსეთს მე მგონია, რომ გარდატეხის პირას...