“როგორც ჩანს ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში
არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ
სჯობს რუსთაველზე ვიყოთ,ახლოს იმ შენობასთან სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი
ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი
ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ
5 თვე გვექნება ამისთვის” -წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში
გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მიეძღვნა ერთი წლის გასვლას იმ დღიდან, როდესაც, „თრიალეთის“ მიმართ ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც...










