საქართველოს პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებს რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, კოკრეტულ ენჯეოებს რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მისი თქმით, ეს რომ ასე მომხდარიყო, საქართელო ახლა უკრაინაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშ იქნებოდა.
2020-22 წლებში ენჯეობს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა. ყველას გახსოვთ ეს პროცესები, რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორ გაყალბდა ე.წ. პივიტი, ასევე, როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით და ამ ყველაფტის საფუძველზე მათ გამოაქვყენეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში.
ენჯეობს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2021-22 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. რაც ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია, – თქვა კობხიძემ.