ამ სამარცხვინო კაცით, რომელსაც საქართველოს ისტორიაში დიდი შანსი აქვს შევიდეს არა როგორც გომელაური, არამედ როგორც როდიონოვი, მისმა უწყებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი საბუთი, რას აშავებდა ირაკლი კუპრაძე, როდესაც დააგდეს მიწაზე, ცემეს და დააპატიმრეს,” – ეს განცხადება “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გამოძევების შემდეგ გააკეთა.
სამადაშვილის თქმით, “ოცნებას” კრიტიკული კითხვების მოსმენა არ უნდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სასამართლოზე შსს-მ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების ბრალეულობას დაამტკიცებდა.
სალომე სამადაშვილის თქმით, მას დღეს პარლამენტში არ შეატანინეს ფოტომასალა, სადაც ჩანდა, როგორ უსწორდებიან ლელოს გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს პოლიციელები.
ამ პარლამენტში, როგორც კი იწყებ იმაზე საუბარს, რაც აწუხებს ქართველ ხალხს, რუსი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გირთავს მიკროფონს და გაძევებს დარბაზიდან. ჩემი შეკითხვა გომელაურთან არის შემდგომი: როდესაც ცემეს, დააპატიმრეს ადამიანები, მათ შორის სასტიკად სცემეს და დააპატიმრეს ჩემი კოლეგა, “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, გუშინ სასამართლოზე, ამ სამარცხვინო კაცით, რომელსაც საქართველოს ისტორიაში დიდი შანსი აქვს შევიდეს არა როგორც გომელაური, არამედ როგორც როდიონოვი, მისმა უწყებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი საბუთი, რას აშავებდა ირაკლი კუპრაძე, როდესაც დააგდეს მიწაზე, ცემეს და დააპატიმრეს.
დღეს პარლამენტში არ შემოგვატანინეს ფოტომასალა, რომელიც ასახავს, როგორ ჰყავდა დაგდებული პოლიციას ძირს ირაკლი კუპრაძე და როგორ ურტყამდნენ, ფოტომასალის შემოტანის უფლებას არ იძლევა პარლამენტში პაპუაშვილი, როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ, აძევებენ დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჩემი მიზანი არ იყო სხდომის ჩაშალა, ან დებოშის ან ხმაურის მოწყობა,“ – ამბობს სამადაშვილი.









