LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს პარასკევი 13-ია – საშიში დღის ყველაზე უცნაური ფაქტები

დღეს პარასკევი 13-ია – საშიში დღის ყველაზე უცნაური ფაქტები

დაპოსტა 2019/12/13-ში
A A
401
ნახვა
გაზიარება

აი, უკვე რამდენიმე ასწლეულია, “პარასკევი, 13 რიცხვი” ბევრს შიშის ზარს სცემს. ზოგიერთი ამ დღეს გაფაციცებულია რაღაც უჩვეულოს მოლოდინში. მხოლოდ ზოგიერთი ბედნიერი ცხოვრობს ისე, რომ არც ამჩნევს რიცხვისა და კვირის დღის საბედისწერო დამთხვევას ან მოუთმენლად ელის, რადგან თვლის, რომ ეს საუკეთესო კომბინაციაა.

გთავაზობთ “საბედისწერო” პარასკევს, 13 რიცხვში მომხდარ ცამეტიდან რამდენიმე უცნაურ, გახმაურებულ მოვლენას.

1. ვირუსი “პარასკევი, 13 რიცხვი”

1989 წლის 13 იანვარს ვირუსს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ასობით კომპიუტერი გამოიყვანა მწყობრიდან, “პარასკევი, 13” უწოდეს. მაშინ ამ მოვლენამ ნამდვილი პანიკა გამოიწვია, რადგან ამ მომენტამდე ინგლისელები არასოდეს გადაჰყრიან კომპიუტერულ ვირუსებს. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ანტივირუსული ინდუსტრიის აქტიურად დანერგვას.

2. განაჩენი ჩიკაგოს მაფიოზს

1931 წლის 13 ივლისს, დიდი ძალისხმევისა და ძებნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ალფონსო გაბრიელ კაპონეს, უფრო ცნობილს, როგორც მაფიოზ ალ კაპონეს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ალ კაპონე მაფიოზური საქმიანობისთვის კი არა, გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს. ალფონსო დაპატიმრებიდან 16 წლის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა.

3. ჰევი-მეტალის დაბადება

1979 წლის 13 თებერვალს ჯგუფმა Black Sabbath-მა იმავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა. ამ მოვლენამ heavy maetal-ის (“მძიმე მეტალი”) მიმდინარეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფი დღესაც IGN Music-ის (ტოპ-25 Metal Alboms) სიაში სტაბილურად მე-13 ადგილს ინარჩუნებს. ამ ჯგუფის პრაქტიკულად მთელი შემოქმედება ოკულტური თემატიკით არის გაჯერებული.

4. გემ “ტომას უ.ლოუსონის” ჩაძირვა

1907 წლის 13 დეკემბერს მსოფლიოში ერთადერთი შვიდანძიანი გემი “ტომას უ.ლოუსონი” ფსკერისკენ დაეშვა. არსებობს ვერსია, რომ ხომალდს სახელი იმ დროს ძალიან პოპულარული რომანის, “პარასკევი, ცამეტის” ავტორის პატივსაცემად შეერქვა. ამბობენ, რომ ლოუსონმა რომანი იმავე წელს, 1907-ში დაწერა. თუმცა ეს სიმართლეს, სავარაუდოდ, არ შეეფერება, რადგან გემი იგივე სახელწოდებით 1902 წელს გავიდა პირველად ზღვაში, ანუ წიგნის დაწერამდე 5 წლით ადრე.

მიუხედავად ამისა, ერთი რეალური და ამასთან, მისტიკური დამთხვევა ნამდვილად არსებობს – გემის მფლობელი, რომლის ინიციატივითაც ააგეს ხომალდი, გვარად კროული გახლდათ – ისევე, როგორც დიდი ოკულტისტი, რომელიც იმავე პერიოდში ცხოვრობდა.

5. კომპოზიტორის – პარასკავედეკატრიაფობის სიკვდილი

1951 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა მუსიკალური ექსპრესიონიზმის უდიდესი წარმომადგენელი, ახალი ვენური სკოლის ფუძემდებელი, დოდეკაფონიის ავტორი არნოლდ ფრანც ვალტერ შომბერგი. საოცარია, მაგრამ ეს განსწავლული ადამიანი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა პარასკავედეკატრიაფობიითა და ტრისკაიდეკაფობიით, ანუ გონების დაკარგვამდე ეშინოდა პარასკევების, რომლებსაც 13 რიცხვი ემთხვეოდა.

ის 13 სექტემბერს დაიბადა და მთელი ცხოვრება ამ ციფრის შიშით იტანჯებოდა. განსაკუთრებულ შიშს ჰგვრიდა 76-ე დაბადების დღე, რადგან 7+6=13-ია და თან ეს დღე პარასკევს ემთხვეოდა. ტყუილად არ უთქვამთ: შეძახილმა ხე გაახმოო და… 76-ე დაბადების მთელი დღე კომპოზიტორმა ლოგინში გაატარა, არ გამოდიოდა სტუმრებთან, არ ჭამდა და არ ლაპარაკობდა. და როცა შუაღამის პირს კომპოზიტორის ცოლი მეუღლესთან მოსანახულებლად შევიდა, შომბერგმა მთელი დღის მანძილზე პირველი სიტყვა წარმოთქვა და იქვე განუტევა სული.

6. ვუდრო უილსონის წარუმატებლობა

1918 წლის 13 დეკემბერს ვუდრო უილსონი – აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი – ნორმანდიაში კონგრესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა. მისი წინადადება არ მიიღეს კონგრესში და პირველი მსოფლიო ომის დამთავრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები “ჩაიშალა”.

საინტერესო ფაქტია, რომ უილსონი მთელი ცხოვრება 13 რიცხვს ბედნიერად თვლიდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტად 1913 წელს დაამტკიცეს. სხვა დამთხვევებიც იყო, რაც ვუდროს იმაში არწმუნებდა, რომ 13 ბედნიერი რიცხვია, მაგრამ მალე მას წარმოდგენა შეეცვალა ამ ყველაფერზე. გარდა ჩავარდნილი ვიზიტისა, პრეზიდენტი კინაღამ ინფარქტმაც იმსხვერპლა ამ საბედისწერო დღეს.

7. Costa Condordia-ს კატასტროფა

2012 წლის 13 იანვარს იტალიის სანაპიროებთან ლაინერი Costa Condordia რიფს შეეჯახა და ფსკერისკენ დაეშვა. მის ბორტზე 4234 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 30 დაიღუპა, 2 უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო რამდენიმე ათეული ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

ეს ხომალდი ყველაზე დიდი იყო ამ კლასის ხომალდებს შორის და მანაც კატასტროფა განიცადა. საინტერესო ფაქტია ის, რომ Costa Condordia-ს “ნათლია” ცნობილი სუპერმოდელი ევა ჰერციგოვა გახლდათ, რომელმაც ლაინერის “მონათვლისას” ვერ შეძლო ბორტზე ტრადიციულად შამპანურის ბოთლის გატეხვა, ეს კი მეზღვაურებსა და გემთმშენებლებში ავისმომასწავებელია.

სინამდვილეში, მითები და ლეგენდები, რომლებითაც გარემოცულია “პარასკევი, 13 რიცხვის” მისტიკური თანხვედრა, საფუძველს მოკლებულია; ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებული ფობიები ნამდვილად გაზვიადებულია. სხვა დღეებში უფრო ამოუხსნელი, ტრაგიკული ან უბრალოდ, უცნაური ფაქტები ხდება, რომელთაც ადამიანები ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან საბედისწერო რიცხვს არ უკავშირდება.

აქედან დასკვნა – “საბედისწერო 13, პარასკევი” ყველამ თავისთვის გამოიგონა – თავისი შიშებით, არამოტივირებული წინასწარმეტყველებებით და ა.შ. ასე რომ, თუ თქვენ კიდევ გეშინიათ რიცხვისა და კვირის დღის თანხვედრის, დაიწყეთ საკუთარი სტატისტიკის შექმნა – აღნიშნეთ ყოველივე კარგი, რაც შეგემთხვევათ პარასკევს, 13 რიცხვში. ეს იმას დაგანახვებთ, რომ თქვენ თავად აპროგრამებთ საკუთარ თავს არასასიამოვნო მოვლენებისთვის. არადა, თავისუფლად შეგიძლიათ, ბედნიერი მოვლენებისთვის განაწყოთ თავი!

 

Marao.ge

თეგები: პარასკევიპარასკევი 13
გაზიარება171

დაკავშირებული -პოსტები

ავტოქარხანაში ახალგაზრდა ქალი მე -5 სართულიდან გადმოვარდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

ავტოქარხანაში ბეტონთან მე -5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილობრივების თქმით ქალს შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები ქონოდა.

დაწვრილებითDetails

„ქუთაისქალაქობა 2026″-ის ორგანიზებისათვის მერია ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
„ქუთაისქალაქობა 2026″-ის ორგანიზებისათვის მერია ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქუთაისქალაქობა 2026-ის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 000 ლარია. წინადადებების მიღება 30 მარტს სრულდება  დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება 2026 წლის 2 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ცენტრალურ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში მწვანე ნარჩენების მართვისთვის კომპოსტირების საწარმო იქმნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
წყალტუბოში მწვანე ნარჩენების მართვისთვის კომპოსტირების საწარმო იქმნება
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (2160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 29.07.35.068) მწვანე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კომპოსტირების საწარმოს მოწყობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს და ხელს...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდეც კი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 425 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.63%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 27 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7066 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7066 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი
მთავარი

ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი, მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად , - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ, მოსამართლესთან მკაცრი პოზიცია...

დაწვრილებითDetails

“აღდგომის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს”- ბექა გონაშვილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
“აღდგომის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს”-  ბექა გონაშვილი
მთავარი

„საქონლის ხორცზე ფასების ზრდა უფრო მეტად აღდგომის შემდეგაა მოსალოდნელი“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“„აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ფასზე ზეგავლენას ქვეყანაში არსებული ნედლეულის დეფიციტი...

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია
მთავარი

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე. ანა ჯაფარიძე(-52კგ) ტურნირის გამარჯვებულია , მან ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს....

დაწვრილებითDetails

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს- პაატა ბურჭულაძე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
მთავარი

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ – ამ სიტყვებით მიმარტა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორებს. ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"