ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 312 954
- გამოჯანმრთელებულია – 294 252
- გარდაცვლილია – 4 163
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 7 476 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 111 , PCR ტესტით – 4 365
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,81%, ბოლო 14 დღის – 5% , ბოლო 7 დღის – 5,6%
- კარანტინის რეჟიმში – 89
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 114
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 790
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 15, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 4, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 38, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 130 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.