,,დღეს ზაკო💔 საბოლოოდ დაემშვიდობება ქალაქ ბარის ქართულ საზოგადოებას და სამუდამოდ დაუბრუნდება მის საყვარელ საქართველოს.”-წერს მანანა მემანიშვილი, რომელიც უცხოეთში, არაერთი ახალგაზრდისა და ზოგადად, ქართველის მეგზურია.
სწორედ ამიტომ ზაალ მაზმიშვილის გარდაცვალებას ოჯახთან ერთად ბარის ქართული სათვისტომოც უდიდედი ტკივილით განიცდის.
,,ისევ ჩამობნელდა ჩვენს ქალაქში .
ზაკო ❤️
უწყინარი , თბილი, მუდამ ღიმილიანი ბიჭი დავკარგეთ ბარის საემიგრაციომ.
უკარგესი დედის შვილი ❤️
ჩვენი მანანა ❤️
ყველას იმედი ამ ქალაქში და არა მხოლოდ .
ჩემი პირველი ნაბიჯები ქალაქ ბარში , სწორედ შენი დედიკოს რესტორანში იყო ზაკო , იქ ავიდგი ფეხი ❤️
მანქანას რომ მოვაყენებდი ინსტრუმენტებით სავსეს , რა დამავიწყებს :
– მოხმარება ხომ არ გინდათო ,
ვერავინ დაგასწრებდა მოსვლას და კითხვას ზაკო ❤️ თბილო და კარგად აღზრდილო შვილო ❤️
რით განუგეშოთ ძვირფასო ქალბატონო , ჩვენო მანანა ❤️
ყველა სიტყვა უძლურია აქ , ამ უსამართლო სიტუაციაში .
გამძლეობა ამ უდიდეს ტკივილში
ტკბილო ქალბატონო ❤️
ვუსამძიმრებ ოჯახს ,
ყველას გისამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს ჩემო ქართველებო .
არასდროს დაგვავიწყდები ზაკო ❤️ მუდამ
კეთილღიმილიანო ბიჭო ❤️”_წერს ლელა მოსიაშვილი.