LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ – გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა

დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ – გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა

დაპოსტა 2024/10/01-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს – დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და საგამოძიებო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

„დღეს 1-ელი ოქტომბერია. 12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი: საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის წინაშე – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის წინაშე, არამედ ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა ანგარიშვალდებულია არა კანონის წინაშე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისთვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაეხლიჩა, დაეყო თავისიანებად და მტრებად. არ მოსულა იმისთვის, რომ პოლიტიკაში მთავარ საკომუნიკაციო ენად სიძულვილის ენა ყოფილიყო; არ მოსულა იმისთვის, რომ 2008 წლის პლებისციტზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების რევიზია მომხდარიყო. არ მოსულა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი ასევე, გადახედილი ყოფილიყო. არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, აღიაროს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები. არ მოსულა ხელისუფლებაში იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკა დაეყენებინა დარტყმის ქვეშ. არ მოსულა იმიტომ, რომ მათი ჩინოვნიკების ზღვარგადასულ უზნეობაზე და სიხარბეზე ეყურებინა ქართულ მოსახლეობას. არ მოსულა იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გამო წასულიყო ემიგრაციაში საკუთარი სამშობლოდან. ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია. ესაა ამომრჩეველი, პირობითი სახელწოდებით – არც ბიძინა და არც მიშა, მაქსიმალურად მივიდეს არჩევნებზე. ქუდზე კაცი 26-ში, არც ბიძინას და არც მიშას. ეს არის გამარჯვების ფორმულა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გარდა ამისა, ძიძიგური გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პარტიის 12-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ივანიშვილს „სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი“.

„სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი ბიძინა ივანიშვილს პირველი ოქტომბრის მილოცვაში თუ განცხადებაში. უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პასუხი გაგვცეს მთავარ კითხვებზე. რას უპირებს საქართველოს, რატომ გადახედა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებას და რატომ მიგვაქანებს რუსეთისკენ? რატომ ხატია მის საარჩევნო ლოგოზე ევროკავშირის ლოგო და არა რუსეთის დროშა? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები და ამაზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად უპრიანი იქნებოდა. საერთოდ, იქ, თავის ლოგოზე რუსეთის დროშა რომ დაეხატა, გაცილებით უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც ახლა აკეთებენ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"