LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე

“დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს”-პრემიერი

დაპოსტა 2024/12/20-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება და აქაც ჩანს deep state-ის ხელი და არაფორმალური გავლენები, რაც ამ გადაწყვეტილების უკან იდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებისას ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.

„საქართველოში იყო ძალიან უხეში მცდელობა, მოეწყოთ „ნაცმაიდანი“ და იცით, როგორ სრულდება ხოლმე ასეთი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, უკრაინაში როდესაც მოეწყო მაიდანი, 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ პროცესების შედეგად და 2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უმძიმესი ფორმით. საიდან იყო კოორდინირებული ეს მაიდანი, ესეც ყველას ძალიან კარგად ახსოვს. რაც შეეხება საფრანგეთს, „ყვითელი ჟილეტის“ ცნობილ პროტესტს, 11 ადამიანი დაიღუპა ამ პროტესტის მსვლელობისას, 4 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრუტალური მოქმედებების შედეგად. გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები აშშ-ში, როდესაც ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა კაპიტოლიუმში, კაცს პირდაპირ ტყვია ესროლეს და ადგილზე მოკლეს. წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, გვაქვს კონკრეტული მაგალითები ამისთვის. ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში, თუმცა ამერიკაში ისე გაიარა ამ მოვლენებმა, ამას რაიმე განსაკუთრებული პროტესტი არ მოჰყოლია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგივე მოხდა საფრანგეთსა და უკრაინაშიც.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-შიც უამრავი ადამიანი დაშავდა და დააპატიმრეს და ადამიანები 4 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს დღემდე იხდიან.

„საქართველოს პრაქტიკაში შეგვიძლია გავიხსენოთ 2011 წლის 26 მაისი, 4 კაცი მოკლეს მშვიდობიან დემონსტრაციაზე. ეს გააკეთა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. გახსოვთ, როგორ მოქმედებდა მათი ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი გახარია. 2019 წლის ივნისში, იყო ძალადობრივი აქცია, რომელსაც ვიღაცები მაშინაც მშვიდობიანად ნათლავდნენ და გახარიას მინისტრობის პერიოდში 7-მა ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანება, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობდა. წყლის ჭავლის და გაზის გამოყენების შემთხვევაში  თავიდან შეიძლებოდა ამ შედეგის არიდება, თუმცა სწორედ მათი ფავორიტი გახარიას მოქმედებების შედეგად, 7-მა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე, აქედან ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. არც იმ ქვეყნებში, რომელზეც ვისაუბრე და არც საქართველოში 2011 წელს ან 2019 წელს, გახარიას ვგულისხმობ, არავინ დაუსანქცირებიათ. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოებაც იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.   შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სამსახურში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლო იქნება. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს....

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო ნათია ვიპოვეთ!!! 24 საათის შემდეგ! მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. დღეს...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შესაძლებლობები ელის. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც სიახლეების მიღებას არ შეუშინდება და ხელსაყრელი შანსების გამოყენებას დროულად შეძლებს. თვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
მთავარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5989 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9074 ლარია. აღნიშნული კურსი 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე შენარჩუნდება.

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 557490450 მაკა...

დაწვრილებითDetails

“ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას, - ამის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა – სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"