LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სუნელები, სათამაშოები, საღებავები – ყველაზე საყურადღებო ტყვიის წყაროები

დღეს არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს – ამირან გამყრელიძე

დაპოსტა 2020/06/22-ში
A A
397
ნახვა
გაზიარება

უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღეს უსაფრთხოების წესებზე იმსჯელეს.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, თუმცა რა იქნება 4 თვეში, ამის პროგნოზირება ძნელია.

“დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა და მასში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჩვენ ზოგადად ვიძლევით. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცესკოს თავის რეკომენდაციებს მისცემს. დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. დღეს მრავალჯერ დაისვა კითხვა, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამაზე ჩემი პასუხია, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, რა იქნება მომავალი ოთხო თვის განმავლობაში, ძნელია. ზოგადად, გლობალურად სიტუაცია არ მშვიდდება. ამიტომ საქართველოს მონაცემები თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, აუცილებლად უნდა შევასრულოთ,”- განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება159

დაკავშირებული -პოსტები

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება გარემოს ეროვნული სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. „ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"