LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება – ნათია თურნავა

დაპოსტა 2020/04/06-ში
100
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება.

„დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექზედამხედველობა და ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ინტენსიური შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებისას, ვისაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას. დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით ყველანი დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, აღნიშნული გადამოწმების მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვაა.

„ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, ძალიან აქტიურობს სამშნებლო და საშენმასალათა სეექტორი, იმიტომ რომ ბოლო დრომდე საქართველოში მასშტაბური მშნებლობები მიმდინარეობდა და დიდი იმედი მაქვს, მალე გაგრძელდება კიდეც, უბრალოდ, ყველა წესის დაცვით. რამდენიმე ასეული აპლიკაცია არის უკვე შევსებული, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი სამინისტრო და ჩვენი სხვა კოლეგებიც ამუშავებენ აპლიკაცებს. აპლიკაციები თვითონ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს, რადგან იქ ამა თუ იმ ბიზნესის შესახებ გარკვეული ინფორმაცია არის მოთხოვნილი. ამას ჯერ ჩვენს უწყებებში ვაანალიზებთ, მაგრამ პარალელურად ვსვამთ შემოწმების გეგმებში. შემოწმებისთვის ყველა ინსპექტორატი, რომელიც სხვა დროს სულ სხვა საქმით იყო დაკავებული, მობილიზებულია. ყველა ჩვენი შემოწმების რესურსი ამისთვის მომართულია, დღეში სულ მცირე 50 ბიზნესის გადამოწმებას ვგეგმავთ ყველანი ერთად, სხვადასხვა ინსპექციის მეშვეობით. მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვა და ბიზნესების დახმარებაა, რომ მალე ამოქმდნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმში“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე განცხადებით, პარალელურად დაიწყება იმ ბიზნესების შემოწმება, რომელთაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება.

„პარალელურად დავიწყებთ იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებასაც, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, რომ მივცეთ მათ საშუალება დროულად გადაეწყონ და უპასუხონ ამ ახალ სტანდარტებს და გააგრძელონ ფუნქციონირება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე დრო სჭირდება კომპანიებს და ბიზნესს, რომ სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო იმიტომ, რომ სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად, ამიტომ კარგად მოემზადეთ და ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება. ვიწყებთ დღეიდან, პერიოდულად გავაშუქებთ კიდეც, თუ რომელი საწარმო როგორ ასრულებს წესებს. ასევე, თუ რამე ჩვენ გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუკი რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს და ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი ამოცანაა არაა დასჯა, თუმცა ჯარიმებსაც და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, არამედ დახმარება ბიზნესის, რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ ეტაპზე და იყვენ სრულიად უსაფრთხოდ“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
147
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
243
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
268
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

იანვარი 26, 2026
36
ეკონომიკა

ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ირაკლი კობახიძე „ხუდონჰესის“ პროექტთან დაკავშირებით

იანვარი 26, 2026
59
ეკონომიკა

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 24 იანვრისთვის

იანვარი 23, 2026
125
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
307
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

იანვარი 20, 2026
102
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო – საქსტატი

იანვარი 20, 2026
15
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
109
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».