დღეიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველ ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
ქალები, რომლებიც შვილის გაჩენის მიზნით შეერთებულ შტატებში წასვლას გეგმავენ, ვიზის მიღება გაურთულდებათ.
ახალი წესების თანახმად, შტატების ტერიტორიაზე ორსულთა შემოსვლა უნდა დარეგულირდეს. რეგულაცია B ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება.
მოქმედი კანონმდებლობით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი მოქალაქეობას ავტომატურად იღებს.