ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
“ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ანა-მარია, ემილია, ნია, ელენე, სოფია ჭოლარიებს ხვალ, გალის რაიონის სოფელ საბერიოში დაკრძალავენ.
ნათესავები, საბავშვო ბაღის, სკოლის პედაგოგები, კლასელები და ნათესავები ენგურის ხიდთან დილის 9 საათისთვის შეიკრიბებიან და საბერიოში გადასასვლელად ჯერ შსს-ს, ხოლო შემდეგ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე შესაბამის შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც აფხაზური მხარე საბერიოში მათ ტრანსპორტირებას და უკან მოყვანას უზრუნველყოფს.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგედია 5 იანვარს, დილით მოხდა.










