კარგი სანახაობა გელით, დოღი რაჭაში წელსაც გაიმართება
5 ივლისს 11 საათზე სოფელ ნიკორწმინდის შესასვლელში კვლავ ამბროლაურელი თენგიზ გოგორელიანის ინიციატივითა და ბევრი ადამიანის ხელშეწყობით საცხენოსნო შეჯიბრი ჩატარდება
მონაწილეობენ ცხენოსნები შემდეგი ქალაქებიდან:
✓ ოზურგეთი
✓ ჩოხატაური
✓ ბათუმი
✓ ვანი
✓ ტყიბული
✓ სამტრედია
✓ ფოთი
✓ ზუგდიდი
✓ გურჯაანი
✓ თერჯოლა
✓ საჩხერე
✓ ახმეტა
✓ ონი
✓ ამბროლაური
საცხენოსნო შეჯიბრისას დაგეგმილი აქტივობები:
4 ივლისს, შეჯიბრის წინა დღეს საცხენოსნო კლუბ ,,ზედაზენის”, ონისა და აბროლაურის მონაწილე ცხენოსნები აეროპორტის მიმდებარედ შეიკრიბებიან და საზეიმო მსვლელობით მოივლიან ქალაქის (ამბროლაურის) ქუჩებს.
კულტურის სახლთან ფოლკლორული ანსანბლი ,,საგალობელი” ხალხურ სიმღერებს შეასრულებს.
?ამის შემდეგ მხედრები კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სოფლების: კვირიკეწმინდა, სხარტალის გავლით დაბანაკდებიან საცხენოსნო შეჯიბრის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე.
5 ივლისს მონაწილე ცხენოსნები იმავე გზით დაბრუნდებიან ამბროლაურში.









