დონბასში უკრაინელი საოპერო მომღერალი, ოლეკსანდრ შაპოვალი მოკლეს. Music-Review Ukraine-ს ინფორმაციით, ის გუშინ, 12 სექტემბერს, დონეცკის ოლქში, მაიორსკთან მოკლეს. შაპოვალი იყო უკრაინის ეროვნული ოპერის სოლისტი და პედაგოგი.
მარადიული ხსოვნა და მადლიერება გმირს, რომელმაც სიცოცხლე გაიღო მშობლიური ქვეყნისთვის – წერს Music-Review Ukraine.
ოლეკსანდრ შაპოვალი 47 წლის იყო.