ბათუმში “აჭარა ბეთ არენას“ სტადიონზე ინციდენტი მოხდა. დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის მიმდინარე კრისტალ ბეთ ეროვნული რიგის, მე-19 ტურის საფეხბურთო მატჩის დროს, დინამო ბათუმის ფეხბურთელი, ტუნისელი ლეგიონერი გაით ოუაჰაბი დაშავდა.
დაშავებული ფეხბურთელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
კერძოდ, მატჩის მსვლელობის დროს დინამო “ბათუმის” მეკარე და დაშავებული ფეხბურთელი ერთმანეთს შეეჯახნენ, შედეგად გაით ოუაჰაბიმ მძიმე დაზიანება სავარაუდოდ თავის არეში მიიღო.
ინციდენტის გამო, საფეხბურთო თამაში რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.