ამ ინფორმაციას პროფესორი მამუკა მიქაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ირკვევა პაციენტი 32 წლის დაახლოებით 7 თვის ორსული ქალი კლინიკა,,ბომონდში ” 29 აპრილს 20:30-ზე შეიყვანეს. მედიკოსებმა საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება მიიღეს და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
,,20:30… 32 წლის 30-31 კვირის ორსული აფხაზეთიდან გადმოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ.
ცალკე მადლობა კატასტროფის ბრიგადას ამ უმძიმესი პაციენტის ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის!!!
გაურკვეველი ეპიდ- და კოვიდ- ანამნეზი… მძიმე ფორმის ნეფროპათია, სუპორი, ეკლამფსია, უშედეგო კონსერვატიული ღონისძიებები…
შესაბამისი ეკიპირება…
საკეისრო კვეთა…
ნაყოფი 1250 გრამი
მელოგინე – რეანომაციის ბოქსირებულ პალატაში
ახალშობილი – NICU-ს ბოქსირებულ პალატაში
თუ ვერ გვიცანით:
ოპერატორი: პროფ. მამუკა მიქაძე
ასისტენტი: ტეონა ლორთქიფანიძე
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი: ტარიელ კუხიანიძე
ნეო-რეანიმატოლოგი: მარინა ბარათაშვილი
დილისთვის – მშვიდობაა..
ველოდებით კოვიდ-ანალიზის პასუხს”-წერს პროფესორი მამუკა მიქაძე.