ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა რადიკალურ მოძრაობა “თალიბანს” ერთობლივი განცხადებით მიმართეს. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის, კანადის და ევროკავშირის ლიდერებმა ავღანეთის ხალხის მხარდაჭერა დაადასტურეს და ავღანელი ლტოლვილების მხარდაჭერის განზრახვა და ავღანეთის პარტნიორებს მოუწოდეს, რეგიონალური სტაბილურობის ძალისხმევას მხარი დაუჭირონ.
G7 ასევე დაემუქრა “თალიბანს” რომ მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ტერორიზმთან ბრძოლის ვალდებულებების დარღვევისთვის, ადამიანის უფლებების განსაკუთრებით ქალებისა და უმცირესობების უფლებების დარღვევისთვის.
“მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მიდგომას გამოიყენებს ის საერთაშორისო ვალდებულებებისა და ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ვალდებულებების შესასრულებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.