ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობი ენდი ძიძავა ავრცელებს
“საოცარი სანახავი იყო გაქვავებული მერაბ ბურჯანაძე საფიჩხიის სასაფლაოზე, ყველა ახლობლის სასაფლაოს მოვლის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც მივდიოდით მე და ნია “გაკაჟებულ” მერაბთან, აღდგომის წითელ კვერცს გადავუგორებდით და დიდხანს, დიდხანს ვუყურებდით მას…ეს ბიუსტი იყო ხელოვნების ნიმუში ყოველგვარი გადაჭარბებული შეფასების გარეშე.რა ხელმა მოხსნა? სად წაიღო? და ნეტავ რას დამართებს?,,,არა! ვერ და არ დავიჯერებ რომ ჭკუათმყოფელმა ქუთაისელმა ჩაიდინა ასეთი სისასტიკე…ვერ! და არ დავიჯერებ!სირცვილი! დიდი სირცხვილი, ქუთაისო!…” – წერს მსახიობი ენდი ძიძივა ფეისბუკზე.










