დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, მზრუნველობის სახლებსა და ლაბორატორიებში მომავალი კვირიდან ორი სახის ახალი კორონავირუსის ტესტის გამოყენება დაიწყება, რომლის საშუალებითაც პასუხის დადგენა 60-90 წუთში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ორი სახის სწრაფი ტესტიდან ერთი-ერთი ცხვირის ღრუს ნაცხის, მეორე კი ცხვირისა ღრუს ნაცხისა და ნერწყვის ანალიზის საფუძველზე, ტარდება.
„კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებს ვიყენებთ. კორონავირუსის მილიონობით სწრაფი ტესტის საშუალებით პასუხის მიღება ადგილზევე იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმნა მეთ ჰენკოკმა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტების საშუალებით არა მხოლოდ „კოვიდ 19“-ის, არამედ გრიპის და რესპირატორული სინციტური ვირუსის დადგენაც იქნება შესაძლებელი.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 304 695 შემთხვევაა დადასტურებული, 46 201 ადამიანი კი დაღუპულია.