ჩემთვის საინტერესო იქნება, შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. როგორ გაამართლებენ ისინი საკუთარ განცხადებებს ან სიჩუმეს.
სიჩუმეც ძალიან მნიშვნელოვანია – ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ფორმულასთან” აკეთებს.
ის ხაზგასმით ამბობს, მსოფლიო ნებისმიერ შემთხვევაში მივა დასკვნამდე, რომ პრორუსი ოლიგარქები არ უნდა დომინირებდნენ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.
“მსოფლიო გამჭვირვალეა. მინდა, საქართველოში ესმოდეთ, რომ შეიძლება რაღაცაზე გაბრაზდე, რაღაცაზე უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ არსებობს აშკარა საკითხები.
არსებობს ივანიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახლოს იყო რუსული ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ეს მისი უფლებაა,
ამას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ მსოფლიო ძალიან გამჭვირვალეა. […] მსოფლიო ნებისმიერ შემთხვევაში მივა დასკვნამდე, რომ პრორუსი ოლიგარქები არ უნდა დომინირებდნენ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ეს არის ელემენტი, რომელიც კორუფციულ აურას ქმნის. დეოლიგარქიზაცია გარდაუვალია.
განსაკუთრები რაც შეეხება რუსს ან პრორუსს, როდესაც საქართველოზეა საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრობის გადასაწყვეტია.
თქვენი მთავრობა შეიძლება, ბრაზდებოდეს ან არ ბრაზდებოდეს, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა. ჩემთვის საინტერესო იქნება, შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.
როგორ გაამართლებენ ისინი საკუთარ განცხადებებს ან სიჩუმეს. სიჩუმეც ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა პოდოლიაკმა.