პლატფორმა Lyst-მა 2019 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მოდის ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის ათეულში ქართველი, მსოფლიოში აღიარებული დიზაინერის ბრენდი “ვეტმანი” მოხვდა. ბრენდი სიაში მე-10 ადგილს იკავეს.
სპეციალისტებმა Google-სა და სოციალურ ქსელებში 9 მილიონზე მეტი საძიებო მოთხოვნა შეისწავლეს და სია ამის მიხედვით შეადგინეს.
რეიტინგის ლიდერი იტალიური Off-White გახდა, რომელიც აფროამერიკელმა დიზაინერმა ვირჯილ აბლომ ჩამოაყალიბა.
მეორე ადგილზეა ფრანგული ბრენდი “ბალენსიაგა”, მესამე ადგილს კი იტალიური მოდის სახლი “გუჩი” იკავებს. ათეულში ასევე მოხვდნენ “ვერსაჩე”, “პრადა”, “ვალენტინო”, “ფენდი”, “ბარბერი” და “სენ-ლორანი”.