ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანო გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, მსოფლიოს 98 ქვეყანაშია დადასტურებული.
გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, „დელტა“ ვარიანტი სახიფათოა და მუტაციას აგრძელებს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების უწყვეტ შეფასებასა და კორექტირებას მოითხოვს.
ჯანმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ “დელტა” ვარიანტი ბევრ ქვეყანაში დომინანტი ხდება და მსოფლიო COVID-19-ის პანდემიის ძალიან სახიფათო ეტაპზე იმყოფება.










