კომეტა ,,ლეონარდი” ამჟამად დედამიწის ცაზე არსებული ყველაზე კაშკაშა კომეტაა და დეკემბერი თქვენი ბოლო შანსია, რომ ის დაინახოთ იქამდე, სანამ სამუდამოდ გაქრება. კომეტა პირველად მიმდინარე წლის იანვარში, ასტრონომმა გრეგ ლეონარდმა აღმოაჩინა. ციურმა ობიექტმა, სავარაუდოდ, ბოლო 35 000 წელი გაატარა მზისკენ მიმავალ გზაზე, თავის მოგზაურობას კი ის 3 იანვარს დაასრულებს, როდესაც მზეს დასაშვებ მანძილზე მეტად მიუახლოვდება. როდესაც კომეტა მზეს უახლოვდება, ის ანათებს, რის გამოც ამ მოვლენამდე კვირების განმავლობაში მისი დანახვა უფრო ადვილია.
აღსანიშნავია, რომ ,,ლეონარდის”გამორჩეული თვისება არა მხოლოდ მისის სიკაშკაშე, არამედ სისწრაფეცაა. ის ულტრასწრაფი კომეტაა, რომელიც მზის სისტემაში 71 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს. ამის მიუხედავად, დედამიწისგან დაშორების გამო კომეტად მაინც ნელა მოძრავ ობიექტად აღვიქვამთ.