დომინიგ მანგომ ოჯახის სიწმინდის დღეს ვიდეო მიუძღვნა:
“გამოვიდნენ ქუჩაში და დემონსტრაციულად “ვიცავთ ოჯახის სიწმინდეს”! ჩამოიარეს ქუჩები სიწმინდის დასაცავად ”
“სიწმინდე იცით რა არის ?აი, ოჯახს, რომელსაც თავზე აწვიმს სახურავს, რომ დაუხურავ ან ფანჯარაში, რომ მინა არ არის მინას, რომ ჩაუსვავ ან დედას , რომელსაც პური არა აქვს საკუთარი შვილის დასაპურებლად, რომ მიხვალ და პურს რომ მიაწვდი , აი, ეს არის ოჯახის სიწმინდე , იმიტომ, რომ თუ ადამიანი ბედნიერი ხარ საკუთრ ოჯახში წახვალ და ამ ბედნიერებას სხვასაც გაუზიარებ. ქუჩაში კი არ გამოხვალ ბანერებით “ოჯახის სიწმინდეს ვიცავ!”.
რანაირად იცავ ოჯახის სიწმინდეს ქუჩაში? ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ , ვის აჩვენებ ამას ან რას უმტკიცებ? რომ ბედნიერი ხარ ოჯახში? წადი და დაიცავი საკუთარი ოჯახი შენს სახლში. ვითომ არ ვიცოდეთ ეს ფარისევლობა რომ დანგრეული აქვთ ურთიერთობები , განადგურებული ყავთ ქალები , დანგრეული ყავთ მორალურად ,საკუთარი ცოლები, დამდაბლებული , დამონებულები ყავთ და გამოდიან მერე და ოჯახის სიწმინდეზე გველაპარაკებიან, თუმცა ეს ქუჩაში ძალინ კეთილშობილურადაა შეფუთული , ისე სათნოდ საუბრობენ საკუთარ ოჯახებზე”
“დედებს ამხობენ ერთმანეთს თავზე, ალეწავენ, ალეწავენ ერთმანეთის გაუტანლობა ჭორები, ჭორები.შევლენ ეკლესიაში ათენებენ ღამეებს წმინდა სახეებით.”