მაშინ როცა, კორონა ვირუსი გვებრძვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილი პანიკაშია, წარმოგიდგენთ ფსიქოლოგ თეა ფანჩულიძის რჩევებს, რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნების შენარჩუნება:
“დედამიწამ დასვენება გადაწყვიტა ცოტა ხნით, მაშინ როცა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა , ყველაზე მეტად აუცილებელია ის, რომ არსებულ მოვლენებს შევხედოთ დადებითად, რამეთუ მართლა აქვს დადებითი იმ უარყოფითთან ერთად რაც სტრესს იწვევს. ეს იმას ნიშნავს რომ კორონა ვირუსი კი არ იწვევს ჩვენში სტრესს და დაძაბულობას, არამედ ის თუ ჩვენ როგორი დამოკიდებულება გავქვს მის მიმართ. მაშინ, როცა დატვირთული დღის განრიგის ფონზე ხშირად ვწუწუნებდით, რომ დრო არ გქვონდა ოჯახისთვის , ბავშვებისთვის- სამყარომ მოგვცა ამის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე მოვლენებს აღვიქვამთ ტრაგედიად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ემოციური პრობლემები , როგორიცაა: შიში, შფოთვა, უძილობა,ინტერესების დაკარგვა, უიმედობა,საკუთარ თავში ჩაკეტვა და უსაფრთხოების განცდის დაკარგვა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან მსგავსი მოვლენების მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა გაიაზრონ თავისი წილი პასუხისმგებლობა- არ აყვნენ პანიკას და ბავშვებს შეძლებისდაგვარად არ დაერღვეთ უსაფრთხოება, მოუსმინონ და იდგნენ მათ გვერდით. პანიკა და შიშის აყოლა ცუდი იარაღია, სიფრთხილე და უსაფრთხოების ნორმების დაცვა კი მნიშვნელოვანი. და მაინც, ყველაზე მთავარი არ დავკარგოთ პოზიტივი და დავრჩეთ სახლში. “