აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდებებს გამოეხმაურა. სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამერიკული თვითმფრინავები რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების კუთხით წვრთნებს გადიოდნენ.
“აღსანიშნავია, რომ ამ მისიების ჩატარების შესახებ საჯაროდ იყო გამოცხადებული და ისინი აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის (STRATCOM) და აშშ-ის ევროპის სარდლობის (EUCOM) მიერ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად წვრთნებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, დაცული იყო ყველა ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნასა და პროტოკოლი”, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ანტონ სემელროტმა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის ჩინელ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკული ბომბდამშენები “წვრთნების Global Thunder-ის დროს რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ვარჯიშობდნენ”.