მას შემდეგ, რაც შაკირასა და ჟერარ პიკეს განშორების შესახებ გახდა ცნობილი, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ვარსკვლავების სოციალურ ქსელებს. სულ ცოტა ხნის წინ, შაკირამ, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კოლეგებთან, ნიკ ჯონასთან და ლიზა კოშისთან ერთად ცეკვავს, როგორც ცნობილია ის ტელეშოუს, „იცეკვე საკუთარ თავთან“ უძღვება.ახლახან ახალი ინფორმაცია გავრცელდა, ჟერარი და შაკირა ერთმანეთს უფროსი ვაჟის საფეხბურთო მატჩზე შეხვდნენ. შეგახსენებთ, ტაბლოიდების ცნობით განშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახედა, თავიდან ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ მან შაკირას პაბლო გავის დედასთან უღალატა, თუმცა მოგვიანებით ახალი დეტალები გამოიკვეთა, ბოლო ცნობებით, პიკეს 19 წლის შეყვარებული ჰყავს.
ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა
ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, ამერიკულ კომპანიას, არასრულწლოვნების მავნე კონტენტისგან ეფექტიანად დასაცავად, Facebook-ზე,...









