ქალს, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფება, ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება და დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შუახნის ქალის შვილი, თაკო ადიკაშვილი უყვება.
ადიკაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 22 მაისიდან დღემდე დახმარებას ითხოვს თუმცა პასუხი ჯანდაცვის სამინისტროსგან დღემდე არ მიუღია.
სასტუმროს ექიმმა გამოიძახა სასწრაფო, რომლებმაც დედა გადაიყვანეს ცხელების ცენტრში, სადაც მარტო რენდგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი და კოვიდზე ტესტი გაუკეთეს, რამაც უარყოფითი აჩვენა.
უთხრეს, რომ ვერანაირ სხვა გამოკვლევას ვერ ჩაუტარებდნენ და არც ერთი სხვა საავადმყოფო არ მიიღებდა, სანამ კარანტინის 14 დღე არ გავიდოდა. ასეთი ბრძანებააო..
ექიმმა დაუნიშნა ყველაზე ძლიერი გამაყუჩებელი, რომელიც მხოლოდ 3-4 საათის განმავლობაში უყუჩებს ტკივილს. შემდეგ კი ამდენი ტკივილისგან გული უხდება ცუდად.
გვინდა, რომ თვითიზოლაციში გადასვლის საშუალება მაინც მოგვცენ, რომ იქიდან წაიყვანოს სასწრაფომ. ამ დრომდე ველოდებით პასუხს მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს თაკო ადიკაშვილი.
primetime.ge