მაღალი მოდის ისტორიაში არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული მომენტი ყოფილა, წუთი, რომელიც არასდროს ავიწყდებათ და სამოსი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას ტენდენციებზე. შევარჩიეთ რვა დაუვიწყარი მომენტი, რომელიც ისტორიის ნაწილად იქცა:
1. კარლ ლაგერფელდი Chanel-ისთვის. 1983 წლის გაზაფხული-ზაფხული
კარლ ლაგერფელდი 3-ათწლეულზე უფრო მეტი დროის განმავლობაში იყო Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, მან სიცოცხლე შთაბერა მოდის სახლს და სტილი ახალ საფეხურზე აიყვანა. ყველაფერი კი ასე იწყებოდა.

2. ჯანი ვერსაჩეს კოლექციის ბრწყინვალება –Versace, 1995 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
კოლექციის ჩვენების დასასრულს დიზაინერი თავის მუზასთან, სუპერმოდელ ქეით მოსთან ერთად გამოჩნდა, ეს დაუვიწყარი მომენტი იყო, რომელიც არა პოდიუმზე, არამედ ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე გამოსვლას უფრო ჰგავდა.

3. მოდა, როგორც თეატრი – Dior. 2003 წელი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია
2000-იან წლებში ჯონ გალიანოს კოლექციები გვიმტკიცებდა, რომ მთავარი აქცენტი თეატრალურობაზე უნდა გაგვეკეთებინა. დიზაინერის ხელებში ფერებმა განსხვავებული ძალა იპოვა და სამოსი გახდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმელია. მოდაში გადმოტანილი თეატრი – ეს გალიანოს ხელწერაა.

4. ქეით მოსის გაზაფხული – YSL, 1993 წელი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია
ქეით მოსის კარიერაში 1993 წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. სწორედ ამ პერიოდში გახდა ის ეპოქის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. Yves Saint Laurent-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას კი მან მოირგო კაბა, რომელიც დაუვიწყარია. „რომანტიკული თაიგული“, – ასე უწოდეს ნამუშევარს მოდის კრიტიკოსებმა.

5. Chanel-ის მოკლე, შავი კაბა. 1994 წელი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია
ნაომი კემპბელმა 1994 წლს Chanel-ის მოკლე კაბა მოირგო, დიდი ზომის ვერდისფერ ქუდთან და გამჭვირვალე, გრძელსახელოებიან ხელთათმანთან ერთად. მომხიბვლელი, მხიარული და ძალიან სექსუალური – ამ სტილის შემდეგ წლების განმავლობაში ქალების სტილის მთავარი შტრიხები იყო.

6. Thierry Mugler-ის რობოტი ქალი. 1995 წელი, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
ეს შეგვიძლია მოდაში ინტერნეტის ეპოქისა და ციფრული სამყაროს გავლენის პირველ ეპიზოდად მივიჩნიოთ. დღეს თანამედროვე დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ ციფრული სამყაროს გავლენით შექმნილ სამოსს, თუმცა ისტორია Thierry Mugler-მა დაწერა.

7. ბელა ჰადიდის ზამთარი – Fendi , 2016 წელი, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
კარლ ლაგერფელდის შთაგონების წყარო ამ ჩვენების მომზადებისას დანიელი ხელოვანის ქი ნილსონის 1914 წელს დაწერილი წიგნი East of the Sun and West of the Moon გახდა. ეს იყო ჩვენება, რომელიც ზღაპარში მოგზაურობას ჰგავდა.

8. Alexander McQueen-ის მითოლოგია – Givenchy, 1997 წელი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია
დიზაინერმა კოლექციაზე მუშაობის დროს მითოლოგიური და ისტორიული პერსონაჟებისგან მიიღო შთაგონება და მოდის ისტორიაში ერთ-ერთი დაუვიწყარი კოლექცია შექმნა.










