დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე – კითხვას ოპოზიციის წევრები პასუხები. ოპოზიციის ნაწილი გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ეწინააღმდეგება ირაკლი რარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ნაწილი კი თვლის რომ მოლაპარაკაბებეს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის გამართვა რთული იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დროს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს.
„ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოლაპარაკებები უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ზოგადად, ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, პირველ რიგში, გამოძიება დაიწყებოდა და პრემიერ-მინისტრი გადადგებოდა, ხოლო მოლაპარაკებებში სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკება რთული იქნება, თუმცა, ჯერჯერობით არცერთ ფორმატში არც არის წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფორმატი განხორციელდება, ჩვენთვის მასში მონაწილეობა რთული იქნება იმ კადრებიდან გამომდინარე, რომელიც გავრცელდა. მთავარი ამბავი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს. არც გამოძიება არის დაწყებული და არც პრემიერს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, რაც ჩვენთვის მიუღებელია“,-განაცხადა მინაშვილმა.
„ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც.
მიმაჩნია, სწორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო. ღარიბაშვილი მეორე დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა. როგორც მინიმუმ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია, თუ მართალი პრემიერმა, საზოგადოებას აუხსნას რაშია საქმე“, -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
“არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს – ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, ელით დრამატული ბედი. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს გნებავთ ქვეყნის შიგნით – გნებავთ ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ხაზგასმით მინდა ვთქვა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქლაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე , რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ამიტომ მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო- შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ყველა კითხვის ნიშნაზე არ იქნება გაცემული პასუხი, ირაკლი ღარიბაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა პროცესისთვის იქნება დამაზიანებელი. “ლელოს” მიაჩნია, რომ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ უნდა გაიმართოს. “ქართულ ოცნებას” მოვუწოდებთ, რომ ღარიბაშვილს და ამ ძალიან საგანგაშო და კრიმინალურ ეპიზოდს მალე გასცენ პასუხი, რომ მოლაპარაკების პროცეს საფრთხე არ დაემუქროს. საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში ღარიბაშვილი მონაწილეობას არცერთ პროცესში არ ღებულობდა. ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლებას წარმოადგენდა საპარლამენტო გუნდი. ამიტომაც თუ “ოცნებას” არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია და ხელისუფლება ყოველდღიურად აგრესიულ რიტორიკას უმატებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“ და იმ საკითხად, რომელსაც შეუძლია, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. რაც შეეხება ბოიკოტთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და იმ მოთხოვნების მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია რჩება ურყევი” , – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით.
ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები – თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.
ამასთანავე, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
„ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება როგორ და რა ფორმატით, ეს ტაქტიკის საკითხია, შეიძლება ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, დასახელებულია კონრეტული ვადა 16 მარტი, სადაც უნდა ვნახოთ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა“,-განაცხადა სამნიძემ.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.










