ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის [Marinera] ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა – მეზღვაური ბათუმიდან. ინფორმაცია
რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.
აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სანქცირებული ტანკერი მონაწილეობდა სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში – ვენესუელიდან და ირანიდან; ჩართული იყო სანქციების გვერდის ასავლელად შექმნილ ქსელში, რომელიც უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს.
ოფიციალური ცნობებით, Bella 1-ს აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახური კვირების განმავლობაში ეძებდა. 21 დეკემბერს, აშშ-ის სამხედროებმა მისი დაკავება კარიბის ზღვაში სცადეს, მაგრამ ტანკერმა GPS-კონტროლი გამორთო და ატლანტის ოკეანეში გაბრუნდა. როცა 2026 წლის 1 იანვარს, რადარებზე კვლავ გამოჩნდა, მანამდე გაიანის დროშით მცურავ ტანკერს, უკვე რუსეთის დროშა ეხატა