,,ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, ამონაწერი, ტელეფონის დეტალური, სხვა მტკიცებულებებიც, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან.. ცრუ ინფორმაცია იქნა გაჟღერებული და ეს არ შეიძლება. ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში რაღაც ფორმით მიკვრა არის პოლიტიკური ამბიციების ფონი. ბილანიშვილმა მისცა ამომწურავი ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ მოქმედებს ეს დღეებია, – ამბობს ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე.”










