კომისიის შემადგენლობაში იყვნენ.
- ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
- ოთარ ბუბაშვილი
- გოგი გვახარია
- ლაშა ბაქრაძე
- ნანა დოლიძე
- რამაზ ხოტივარი
- ალეკო ცაბაძე
- გიორგი შველიძე
- სალომე დემურია
- ია შუღლიაშვილი
- მაკო ჭილაშვილი
- ანა ჭყონია
- მარიამ ხაჭვანი
- ვაკო კირკიტაძე
- ლაშა ცქვიტინიძე
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებდა.
- “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
- “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
- “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა
სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე “დასაწყისმა” ისტორიული ტრიუმფი მოახდინა. დეა კულუმბეგაშვილის ფილმს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა. მილმმა ასევე 3 მთავარი ჯილდო მოიპოვა
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);










