ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, დასანქრიცებულ პირთა შორის არიან მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები
“ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები.
იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა – გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.









