9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ქარიშხალია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ – ს გადააჭარბოს.
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო : Topnews.com.ge










