“დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი. თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებები დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსი ელოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალადობის დაგმობას და სამწუხაროდ იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა.










