დაპირისპირებამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლა.
მას შემდეგ რაც ,,გაერთიანებული ოპოზიციის” წევრებმა ,,ქართული ოცნების” ოფისს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პასუხის გაცემა გადაწყვიტეს და ოპოზიციური პარტიის ოფისთან მივიდნენ. მათ სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
სიტუაციის ესკალაციის გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ სატელევიზიო გადაცემა პირდაპირ ეთერში დატოვა და თანაგუნდელებისაკენ გაემართა.