დანია ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც 10 სექტემბრიდან ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება…
“დანიამ თანწყობილი ხერხებითა და, რაც მთავარია, იმით, რომ აცრილია მოსახლეობის თითქმის 85%, მიაღწია იმას, რომ გარდაცვლილია მხოლოდ 2580 კაცი (თუმცა ესეც ძალიან დიდი რიცხვია).
იქ ორი მილიონით მეტია მოსახლეობა და ჩვენთან უკვე რამდენი გარდაცვლილი გვყავს?!.. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და თვალისდახუჭვა არ შეიძლება!” – ამბობს დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე
დანიაშიც ერთხანს ძალიან რთული ვითარება იყო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას დიდი დაწოლა არ ჰქონია.
თითქმის ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, გარდა გეგმური ოპერაციებისა…
ხალხი გონივრულად იქცეოდა და ამანაც იმოქმედა. ოპოზიცია აქაც მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თუმცა ხელს არ უშლიდნენ მუშაობაში.
დანიაში ძალიან კონკრეტული, მკვეთრი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა და ვერავინ გაბედავდა ანტივაქსერებისთვის ეთერის დათმობას” ამბობს მედიასთან ზაზა უჯმაჯურიძე.