28 მაისს გამართული სასამართლო პროცესი, სადაც რიონის ხეობის მცველთა საქმე განიხილებოდა, 4 ივნისამდე გადაიდო. მათ სახელმწიფო ქონების დაზიანებას და მცირე ხულიგნობას ედავებიან. ადვოკატების თქმით, ქონება არა, მაგრამ დაკავებულებს დაზიანებები ნამდვილად აღენიშნებათ.
თვითმხილველი ქალბატონი აქტივისტების დაკავების ფაქტს იხსენებს: ,,ხმაური იმ ღამითაც არ წყდებოდა აქციის მონაწილეები, ძირითად მოთხოვნასთან ერთად, გადაადგილების უფლებას ითხოვდნენ. წამიერად მოხდა პოლიციელთა მობილიზება გამყოფ ჯებირთან და რაღაც მომენტში, დანახვაც ვერ მოვასწარით ადამიანები ისე შეისრუტეს. ვერ გავარკვიეთ რამდენი. ჯერ 2 გვეგონა , შემდეგ 4 და საბოლოოდ 8 ახალგაზრდა აღმოჩნდა დაკავებული. სავარაუდ, დაკავებულებს სცემდნენ, ვიდრე აქტივისტები და ოპერატორები სახურავზე ავიდონენ და გადაღებას დაიწყებდნენ.”
29 მაისის ღამით რიონის ხეობის მცველთა აქციას სახალხო დამცველი აკვირდებოდა და ადგილზე არაერთი მედია მუშაობდა.










