ტანსაცმელს მხდიდა ხოლმე და ძალადობდა, შემდეგ ეკლესიაში მივყავდი, მეუბნებოდა, რომ შევცოდე და უნდა მომენანიებინა” – ეს ამონარიდია 13 წლის გოგონას ჩვენებიდან, რომელიც ბაბუას გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
თუ არასრულწლოვნის ჩვენებას დავეყრდნობით, მერვე კლასის მოსწავლის მიმართ პირველი გარყვნილი ქმედება, შიდა ქართლში 53 წლის კაცმა 5 წლის წინ ჩაიდინა.
მაშინ 8 წლის ვიყავი, ახალი წლის დღეებში სტუმრად პაპასთან ჩავედი. საღამოს სამზარეულოში მარტო დავრჩი. სახლში პაპა მოვიდა და მოულოდნელად ტანსაცმლის ზემოდან მკერდზე მოფერება და კოცნა დამიწყო.
ამ დროს მე ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდა და წინააღმდეგობა არ გამიწევია. ეს ამბავი არც არავისთვის მითქვამს. შემდეგ, ხშირად როდესაც პაპაჩემთან სახლში მარტო ვრჩებოდი იგივენაირად მეფერებოდა მკერდზე და მკოცნიდა სახეზე. ასე სისტემატიურად ხდებოდა იქამდე, ვიდრე 10 წლის არ გავხდი – წერს მოზარდი ჩვენებაში.
მოზარდის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მშობლების დაშორების შემდეგ, ის ბაბუასთან სტუმრად შაბათ-კვირას დადიოდა.
როდესაც 11 წლის გავხდი, კარგად მახსოვს, რომ ზამთარში მე და ჩემი დები სტუმრად პაპასთან ჩავედით. დაღამდა და დასაძინებლად უნდა დავწოლილიყავით, რა დროსაც მთხოვა, რომ მასთან ერთად, მის საწოლში დამეძინა. უარი არ მითქვამს და ჩავუწექი ლოგინში. მალევე ჩამეძინა. ღამით ჩემს ტანზე სიმძიმის დაწოლამ გამაღვიძა. როდესაც შევფხიზლდი დავინახე, რომ პაპა ტანსაცმელს მხდიდა. შეშინებული და გაოგნებული უმოძრაოდ ვიწექი. დავაპირე დაყვირება და საშველად ჩემი დებისთვის დაძახება, მაგრამ მან ცალი ხელი ტუჩებზე დამაფარა და არც ყვრილის და არც განძრევის საშუალება არ მომცა”- აღნიშნავს მოზარდი.
საზრელ ისტორიას უფრო ტრაგიკულს კიდევ ერთი გარემოება ხდის – არასრუწლოვანი ამტკიცებს, რომ სექსუალური ძაალდობის შემდეგ ბაბუას ის ეკლესიაში მიყავდა, ეუბნებოდა, რომ შესცოდა ლოცვას აიძულებდა და ცოდვების მონანიებას თხოვდა.
მეორე დილით პაპამ მითხრა რომ მომხდარი ორივეს დიდი შეცდომა და ცოდვა იყო, ამიტომ ეკლესიაში წაყოლა მთხოვა. წავყევი კიდეც. მივედით ტაძარში, მითხრა, რომ მასთან ერთად ლოცვა „მამაო ჩვენო“ მეთქვა და ორივეს მოგვენანიებია წინა ღამით ჩადენილი ცოდვები. მე ვფიქრობდი, რომ რაც თავს გადამხდა, მართლაც ჩემი ბრალი იყო, რის გამოც ღმერთს პატიებას ვთხოვდი”- წერია 13 წლის გოგონას ჩვენებაში.
დაკავებულის დედა ახლა უმძმიმეს ფსიქოლოგიურ მდგოამრეობაშია, დარწმუნებულია, რომ დანაშაული, რომლსაც მის შვილს გამოძიება ედავება, გამოგონილია და არასრულწლოვანმა ჩვენება პოლიციას ვიღაცის ზეგავლენით მისცა.
ქალი ირწმუნება რომ ძაალდობის ფაქტი არ მომხდრა, რადგან შვილიშვილებთან ერთად ისიც მუდმივად სახლში იმყოფებოდა.
მე სულ სახლში ვარ შვილო, ეს წარმუდგენელია, თან ჰყვებოდა შვილიშვილებს. მაგრამ თუ დაუმტკიცდა, დასაჯონ ჩემი შვილი”- ამბობს დაკავებულის დედა.
შოკიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს დაზარალებული ბავშვის მამა, უჭირს დაიჯეროს რომ მისი მშობელი საკთარ შვილიშვის აუპატიურბდა.
ვერ ვიჯერებ, რამე ხომ უნდა შემემჩნია? -არასდროს უთქვას, რომ არ უნდოდა ბაბუასთან წასვლა ან რამე მსგავსი”- უთხრა ბავშვის მამამ “შაბათის ეთერს”.
მისი თქმით, თუ გამოძიება ბაბუს ბრალეულობას დაადგენს, სასამრთლს ვერდიქტს არ დაელდება და შურს საკუთარ მშობელზე თავად იძიებს. “მაშინ უნდა დაისაჯოს, მე დავსჯი” – ამბობს ის.
53 წლის ომის ვეტერტანის ადვოკატის თქმით, ჯერ საქმეში არ დევს ექპრტიზის დასვკნა, თუმცა დაცვის მხარე მის შინაარსი მაინც საუბრობს და ირწმუნება, რომ გოგონას არ საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ აქვს.
დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ არასრულწოვანმა ბაბუის წინააღდეგ ცრუ ჩვენება მისცა, მასზე ზეგავლენა კი დედამ მოახდინა, რომელსაც დაკავებულ მამათილთან დიდი დაპრისპირება ჰქონდა.
ბრალდბეული ჩვენებაში წერს, რომ მთელი ის ისტორია ანგარიშსწორების გამო, მისმა რძალმა შეთხზა, რომელსაც მხოლოდ შურისძიების წყურვილი ამოძრავბედა.
ამ ვერსიას დაცვის მხარეს დაზრალებულის დედის მიერ გამოძებისთვის მიცემული ჩვნება უმყარებს. მოზარდის დედა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ შვილმა მას 10 ოქტომბერს იმ დროს მოუყვა, როდესაც საუბრობდნენ. ქალმა კი პოლიციას მხოლოდ მეორე დღეს მიმართა.
ჩემი მამამთილის მიერ, ჩემი შვილის მიმართ წლების განმავლობაში სქესობრივი ხასიათის ძალადობის და გაუპატიურების თაობაზე ჩემთვის ცნობილი არაფერი იყო. ეს ყველაფერი 10 ოქტომბერს მაშინ გავიგე, როდესაც, ჩემს შვილებს საუბრისას ავუხსენი, თუ რას ნიშნავდა სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი მსგავის ქმედების განხორციელების დროს. როგორც ჩანს, ჩემი საუბარი გახდა ჩემი შვილისთვის სტიმულის მიმცემი ჩემთან გახსნილიყო და ყველაფერი ეთქვა – ვითხოვ ჩემი მამამთილის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით”- აღნიშნავს მოზარდის დედა.
საზარელ დანაშუალში ბრალდბული კაცი, მის დაკითხვას პოლციას კატეგორიულად სთხოვდა, ამბობს, რომ ციხეში გატარებულ ვერც ერთ დღეს ვერ გადაიტანს, რადგან რძლის გამოგონილი ბრალდებით ჩაკეტს.
1990 წლიდან ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, გადავადგილდები კასტილების დახმარებით, ამიტომ სახლის პირველ სართულზე მაქვს საძინებელი. ოთახი, სადაც მძინავს სამი ლოგინი დგას. ამიტომ ჩემთან სტუმრად მოსული უფროსი შვილიშვილბი ყოველთვის ჩემს ოთახში იძინებდნენ. პატარას კი დედაჩემთან ეძინა. არასოდეს ყოფილა შემთხვევა რომ რომლიმეს ღამე ჩემთან მაროს გაეთიოს-.მთელი პასუხიმგებლობით ვამბობ რომ ჩემს შევილიშვილებთან მაქვს მხოლოდ ისეთივე ურთიერთობა როგორცი უნდა ჰქონდეს ბაბუას,არასდროს მაგსვი რამ აზრადაც კი არ მომსვლია-გაოგნებული ვარ”- წერს ჩვენებაში ბრალდებული.
13 წლის შვილიშვილს გაუპატიურებაში ბრალდბული ახლა გლდანის ციხეშია წიანსწარ პატიმრობაშია, ბრალის დამტკიცების შემთხვავში ის მთელს ცხოვრებას ციხეში გაატარებს