დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში: დაიღუპა 53 ადამიანი.
6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ტიბეტის ავტონომიური რაიონის დინგრის ოლქში მოხდა.
შედეგად, 53 ადამიანი დაიღუპა და 62-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით მაშველი. ამჟამად, ნანგრევების ქვეშ მოხვედრილი ადამიანების ძებნა გრძელდება.
ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო “სინჰუა” ავრცელებს.