„კანდიდატმა, რომელიც „ ევროპული საქათველოს“ პროპორციული სიით უნდა გასულიყო არჩევნებში, დღეს უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე, რაც კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ ფაქტის, რომ მათ ვერ აღიარეს ის ფაქტი რაც მოხდა“ – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა ლაშა დამენიამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
დამენიას კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს, რაც თელავში მოხდა. ფაქტობრივად ის რაც დაკითხვის შემდეგ განაცხადეს თვითონ დაზარალებულებმა, ეს იყო სწორედაც იმის ნათელი მაჩვენებელი, თუ როგორი კრიმინალური მდგომარეობაა დღეს საქართველოში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ დღისით, მზისით შეიძლება ადამიანის გატაცება და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ვითარებაა და შემდეგ პოლიციაში დაკითხვის შემდგომ სადაც პოლიცია და კრიმინალური სამყარო ერთმანეთსაა შეზრდილი და პოლიციამ ფაქტობრივად მოაგვარა და დამალა ეს დანაშაულებრივი ფაქტი თელავში, შემდეგ კი დაკითვიდან გამოსულზე დაზარალებულებმა უარყვეს გატაცების ფაქტი და გარკვეულწილად გაუგებრობა უწოდეს.
აქედან გამომდინარე კანდიდატმა, რომელიც „ ევროპული საქათველოს“ პროპორციული სიით უნდა გასულიყო არჩევნებში, დღეს მან უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე, რაც კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ ფაქტის, რომ მათ ვერ აღიარეს ის ფაქტი რაც სინამდვილეში მოხდა.
დაკითხვის შემდგომ დედა მადლობას უხდის პოლიციას იმის გამო, რომ შვილი დაუბრუნეს, თუ არაფერი მომხდარა, მაშინ რატომ ამახვილებს ყურადღებას შვილის დაბრუნების ფაქტზე, ჩვენი აზრით, როგორც მინიმუმ, მოხდა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც სამწუხაროდ მთელი საქართველო აქვს მოცული, „ქართული ოცნება“ კი ამ ვითარებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, დასკვნები კი საზოგადოებისთვის მიგვინდია“ – განაცხადა დამენიამ.
„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის წევრის, ნინო გალახვარიძისა და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა დასრულებულია
პოლიციის სამმართველოდან გამოსულმა ზაქრო ქუსრაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ნათესავთან იყო და არა გატაცებული.
„დედას ტელეფონზე სხვა რამ ვუთხრი და მან სხვა რამ გაიგო“, – ამბობს ის.
ნინო გალახვარიძემ კი თქვა, რომ გაუგებრობა მოხდა, რასაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
მანამდე, დღის განმავლობაში ნინო გალახვარიძე აცხადებდა, რომ მას შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ იტაცებდნენ და შველა სჭირდებოდა. გალახვარიძე ამას თავის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებდა.