თბილისი ენერჯი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
“ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.
აღნიშნული პროცესი საჭიროებს დიდ ყურადღებას!
გთხოვთ, შეამოწმოთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში.” აცხადებს კომპანია
შეგახსენებთ, ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ვაკე-საბურთალოს გაზმომარაგება გუშინ შეუწყდა.