მუქარა და დაშინება სოციალური აგენტების მიმართ – სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმებულების მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. სოციალური აგენტების დისციპლინური დევნის საფუძველი კი მათ მიერ “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებები და სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები გახდა.
აგენტებმა, რომლებიც სისტემაში არსებულ პრობელმებსა და შრომის კაბალურ პირობებზე საჯაროდ ისაუბრეს გუშინ გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს.
“იმის მაგივრად, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეწყო დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ დაიწყეს ამ დასაქმებულების დაშინება”, – თქვა “სოლიდარობის ქსელის” იურისტმა, დავით ომსარაშვილმა.
აგენტები ამბობენ, რომ მომხდარის შესწავლის თხოვნით უახლოეს დღეებში სახალხო დამცველს ოფიციალურად მიმართავენ.