თემქაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა ნარიმანიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცი სექსუარ ნიადაგზე მოკლა.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული აუცილებელ მოგერიებაში და ფიზიოლოგიურ აფექტში იმყოფებოდა.
„დაზარალებულის მხრიდან – მიხეილ მელიქიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასთან დაახლოების მცდელობას, ნიკა ნარიმანიძესთან არატრადიციული სექსუალური ქმედების იძულებას. ნარიმანიძე იგერიებდა, თუმცა, ის იძულებითი ხასიათის ქმედებას აგრძელებდა. აღნიშნულმა ჩემ დასაცავ პირში უკურეაცქია გამოიწვია. ის ღირსებას და თავს იცავდა. წუხს, რომ მისი ხელით ადამიანი გარდაიცავალა, ის ეკლესიაში მსახურობს, სტიქაროსანია და მის მორალთან ეს არ ჯდება. თუმცა, თავს იცავდა და მსხვერპლის მხრიდან ამორალურმა ქმედებამ მისი გაღიზიანება გამოიწვია, რამაც ძალიან ცუდი, უეცარი რეაქცია გამოიწვია”,- განაცხადა ადვოკატმა.








