საქართველოს პირველი სახალხო დამცველი დავით სალარიძე მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, დაარწმუნოს ხელისუფლება არ გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპატიმრო ღონისძიება.
„ვფიქრობ სახალხო დამცველმა, როგორც ყველაზე ნეიტრალურმა და პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა ორგანომ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, საჭიროა დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ ვითარების სახიფათო ესკალაციისა და აქედან გამომდინარე, შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით სააკაშვილის მიმართ საპატიმრო ღონისძიებების გამოყენებას თავი აარიდოს“, – განაცხადა დავით სალარიძემ.
მისივე განმარტებით, ამისთვის სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლები კანონმდებლობაში მოიძებნება.
„ქვეყანას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში წარმართოს როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდი“ – დასძენს საქართველოს პირველი სახალხო დამცველი დავით სალარიძე.










