როგორც ხათუნა ჩიკვილაძე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი აცხადებს ნარჩენები ნაგავსაყრელზე შეტანისას სტანდატების მიხედვით იტკეპნება და მიწით იფარება , თუმცა ქარის დროს ირგვლის მიმოფანტული პარკები და სუნიც იმას მოწმობს რომ ეს საკმარისი არაა.

დაწყებულია ახალი ნაგავსაყრელის მოწყობაზე მუშაობა. ამისათვის უკვე შეირჩა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანთან არსებული ტერიტორია . მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის გეგმის მომზადება . მშენებლობა 2024 წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2025 წლის ბოლოსათვის იგეგმება.










