”დავალებული აქვთ 150-150 ადამიანის შეკრება აქციისთვის” – ამის შესახებ პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს განაცხადა და ამით თბილისში, 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა:
”მიმდინარეობს ტოტალური ზეწოლა ადამინებზე. უნდათ რომ რაც შეიძლება ხალხმრავალი აქცია გააკეთონ. სკოლებს აქვთ დავალებული, რესურს ცენტრს ევალება, ბაღების გაერთიანებას 150-150 ადამიანის შეკრება, მაგრამ შიშით ვერავინ დადგება და იტყვის ამას. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ასეთი სოსულელეების კეთება. ის ფული, რომელსაც ხალხის მობილიზებისთვის ხარჯავენ მათ, რომ ნამდვილად მოახმარონ ისე მისცემენ ხმას” – განაცხადა გოგი წულაიამ.